17 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ნაწილი განადგურებულია - ნოტრდამში ექსპერტები იმყოფებიან

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგებს აჯამებენ. უმძიმესი 9 საათის განმავლობაში პარიზელები უყურებდნენ, როგორ იწვოდა მათი ქალაქის სიამაყე და ისტორიის 9 საუკუნე.

ნოტრდამის, იგივე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ნაწილი განადგურებულია. პარიზის სახანძრო სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ამ წუთებში ტაძარში ექსპერტები იმყოფებიან, რომლებიც ნოტრ-დამს შიგნიდან ათვალიერებენ. მათი დასკვნის შემდეგ გაირკვევა, რა გადარჩა და რა დაკარგა მე-13 საუკუნის გოთიკურმა ძეგლმა.

ირკვევა, რომ ხანძრის შემდეგ ტაძრის წინა ფასადი უვნებელია, ასევე დაუზიანებელია ორი თაღი. ასევე ხანძარს გადაურჩა შესასვლელი, მთავარი კარი.

იმ ფასადისკენ კი, სადაც ხანძარი მძვინვარებდა, წყლის ჭავლი ისევ მიმართულია, რათა კერები საბოლოოდ ჩაქრეს.

ამ დროისთვის ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლებელია. მიმდებარე პერიმეტრზე დამწვრის სუნი კვლავ იგრძნობა.

ნოტრ-დამთან მიდიან მოქალაქეები. მათ ნაწილს "კურიერის" ჟურნალისტი ესაუბრა. 

ნოტრ-დამი ვერ მოკვდება, რადგან ხალხს უყვარს ეს ტაძარი და ღვთისმშობელი,“ - განცხადა „კურიერთან“ თვითმხილველმა.

 

ფოტო - Reuters 

ამავე თემაზე
დღის ამბები