17 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
სცემეს და მოკლეს - პოლიციელების ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს სახლში გადაასვენებენ

პოლიციელების ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის, ზვიად მთავრიშვილის ცხედარს სოფელ კაჭრეთში საკუთარ სახლში მიასვენებენ. ოჯახი 55 წლის მამაკაცის ცემაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს.

მათი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ პოლიციელები მთავრიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ცნობით, მას ხუთმა სამართალდამცველმა სასტიკად სცემა, რის შემდეგაც 55 წლის მამაკაცი თავს შეუძლოდ გრძნობდა.

შუა ხნის მამაკაცი გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა. ზვიად მთავრიშვილის დამ „კურიერთან“ დეტალურად გაიხსენა, თუ რა უამბო მისმა ძმას სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ.

„სახლიდან წაიყვანეს. 22-ში ღამით, გზაში სცემეს. 22-ის მერე თავის ტკივილები ჰქონდა სულ, 30 მარტს კომაში ჩამივარდა... როგორც ხედავთ, გარდაიცვალა. არ ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს. თვითონ მომიყვა ყველაფერი, რა თქმა უნდა. გზაში, მანქანაში სცემეს, ან გადმოაგდეს, არ ვიცი. ტელეფონში რომ დამირეკეს, გინება მოისმინეს და თავიანთ შეურაცხყოფად მიიღეს. ეგ არ აპატიეს, პოლიციას რატომ შეაგინეო და გაუსწორდნენ,“ - განაცხადა მარი მთავრიშვილმა.

დღის ამბები