ძლიერმა ქარმა ავლაბარში, ლომოურის 8 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოანგრია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წლებია უკვე სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და უამინდობის შედეგად ის ეტაპობრივად ინგრევა. იქ მცხოვრებლები უყურადღებობაში ისნის გამგეობას ადანაშაულებენ. მუნიციპალიტეტში კი საპირისპიროს ამტკიცებენ. ამბობენ, რომ მოსახლეობა ითხოვს კონკრეტული სახლისთვის ავარიულის სტატუსის მინიჭებას, რასაც გარკვეული პროცედურები სჭირდება, ამიტომ მათ შესთავაზეს ქირით გაყვანა, რაზეც უარი მიიღეს.
ამ დროისათვის ტერიტორია ნანგრევებისგან გაწმენდილია.