17 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
გაფიცვა აჭარის ტელევიზიაში - ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ოპერატორები გადაღებებზე არ გადიან

გაფიცვა აჭარის ტელევიზიაში - 13 ოპერატორი დილიდან გადაღებებზე არ გადის. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. ოპერატორები ამბობენ, რომ ოპერატორობის გარდა, მემონტაჟის ფუნქციის შეთავსებაც უწევთ. ოპერატორები ხელფასების 50%-იან ზრდას ითხოვენ.

გაფიცვის მიუხედავად აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური მუშაობას აგრძელებს. გადაღებებზე ბიუროებისა და ანალიტიკური განყოფილების ოპერატორები გადიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტზე ბორდი იმსჯელებს. სამი ხმაა საჭირო ნათია კაპანაძის გადაყენებისთვის. ბორდის ორმა წევრმა ნათია კაპანაძის გადაყენების საკითხი რამდენიმე დღის წინ დააყენა. 

დღის ამბები