17 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
"დევნილების პრობლემა დამძიმდა" - სანდრა რულოვსმა სოფელ კახათში დევნილთა დასახლება მოინახულა

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი სოფელ კახათში დევნილთა დასახლებას ეწვია. ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში დევნილები სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში იმყოფებიან, არ აქვთ წყალი და ბუნებრივი აირი, სახურავიდან კი წვიმა ჩამოსდით.

აქ მცხოვრებ დევნილებს ხელისუფლება საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას ჯერ კიდევ სამი წლის წინ შეჰპირდა, თუმცა დაპირება დღემდე არ შესრულებულა.

„მე აქ ვიყავი სამი წლის წინ. მაშინ თოლორაია დაჰპირდა ამ ხალხს, ექვს ოჯახზეა ლაპარაკი სულ, დახმარებას, აქედან გაყვანას . დღესაც აქ არიან. წყალი არ აქვთ, გაზი არ აქვთ და სანიტარული პირობები. აი, მაგალითად, კომბინატის დასახლებაში, ზუგდიდში მდგომარეობა არის უმძიმესი. არის სოციალური დახმარება, არის ასევე დევნილების დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ  ერთი თვის წინ, ახალი კანონი შემოვიდა, რომ ან ის უნდა იყოს, ან ის... ანუ დევნილების პრობლემა დამძიმდა,“- განაცხადა რულოვსმა.

დღის ამბები