აფხაზეთიდან დევნილთა საინიციატივო ჯგუფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მიმართავს. ისინი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დევნილთა ასოციაცია „მშვიდობისთვის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლელა გულედანის კანდიდატურის განხილვას ითხოვენ.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ლელა გულედანის მხარდამჭერების 2000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს.
ლელა გულედანის განცხადებით, აღნიშნული თანამდებობის დაკავების შემდეგ მას დევნილების დასახმარებლად მეტი ბერკეტი ექნება, ხოლო პრიორიტეტი აფხაზებთან შერიგების პოლიტიკა იქნება.
„ვიმედოვნებთ, რომ ხალხის ნება და დევნილი საზოგადოების ნება, რომ ამ პოზიციაზე მოვიდე მე, იქნება მოსმენილი უმაღლესი საბჭოს მიერ. ყველას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მე კვირას მექნება შეხვედრა მოსახლეობასთან და დავაანონსებ და ასე ვთქვათ, ვისაუბრებ ჩემს პროგრამაზე, თუ რას ვაპირებ, როდესაც მოვალ ამ პოზიციაზე. ვფიქრობთ, მე მექნება უფრო მეტი ბერკეტი, რომ დევნილ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი დახმარება გავუწიო და რაც მთავარია, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მივმართო შერიგების პოლიტისკენ,“- განაცხადა გულედანმა.