წლინახევრის სესე ბეგიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რამდენიმე დღის წინ მას თბილისში კლებსიელას ბაქტერია, პნევმონია და სეფსისი დაუდგინეს.
ბავშვის გადასარჩენად აუცილებელია მკურნალობის კურსი თურქეთში ჩაუტარდეს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სესე უკვე სტამბოლშია, მხოლოდ ტრანსპორტირებისა და პირველადი ინტერვენციისთვის 38 ათასი აშშ დოლარია საჭირო. მკურნალობისა და რეაბილიტაციის ზოგადი ხარჯი, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, გაცილებით მეტი იქნება.
დახმარების მსურველებს შეგიძლიათ, თანხა მითითებულ ანგარიშზე გადარიცხოთ:
მიმღები ბანკი: სს თიბისი ბანკი
ა/ა GE06TB7812045063600023
მიმღები: გიორგი ბეგიაშვილი (ბავშვის მამა).