საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეაში გიორგი ნინიძის რიგით მესამე პერსონალური გამოფენა გაიმართა.
”ჩემი ზამთრის გაზაფხული” - ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც მხატვრის იუბილეს მიეძღვნა.
გამოფენაზე სიმბოლურად 70 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.