17 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
შეტევის მორიგი რაუნდი დამოუკიდებელ ტელევიზიებზე - ხელისუფლების სამიზნე "რუსთავი 2"-თან ერთად, აჭარის ტელევიზიაც გახდა

შეტევის მორიგი რაუნდი დამოუკიდებელ ტელევიზიებზე-ხელისუფლების სამიზნე "რუსთავი 2"-თან ერთად აჭარის ტელევიზია გახდა. ბორდმა 4 ხმით 1-ის წინააღმდეგ მოქმედი დირექტორი გადააყენა. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატორი "ქართული ოცნების" კვოტით შერჩეული სამეურვეო საბჭოს წევრები იყვნენ. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას თორნიკე მჟავანაძე ჩაანაცვლებს, რომელიც უსკოში „ოცნებას“ წარმოადგენდა. მესამე სექტორის მხრიდან ბორდის გადაწყვეტილება უკვე მოჰყვა შეფასებები. არასამთავრობო ორგანიზაციები  აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე საუბრობენ, რომელმაც ხელისუფლება გააღიზიანა.

მიმდინარე კვირას თავდასხმის ობიექტი მხოლოდ აჭარის ტელევიზია არ ყოფილა. „რუსთავი 2“ ხელისუფლებას სულ უფრო მეტად აღიზიანებს.

მიმდინარე კვირას პარლამენტის თავმჯდომარემ ტრიბუნიდან თქვა, რომ „რუსთავი 2“ კანონიერ მფლობელს  უნდა დაუბრუნდეს. მანამდე იყო დიმიტრი ხუნდაძის მუქარა, აქცია ტელევიზიის შენობასთან და, რა თქმა უნდა, ისევ "ტელეიმედზე" მომზადებული სიუჟეტები ერის მაგინებელი ნიკა გვარამიას შესახებ. 

უპერსპექტივო ბრძოლა "რუსთავი 2"-სთვის - ასე აფასებენ ანალიტიკოსები ხელისუფლების მცდელობას გააჩუმოს რუსთავი 2. 

დღის ამბები