17 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
„სოლიდარობა პანკისელებს! არა რეპრესიებს! არა ჰესებს პანკისში!“ - სოლიდარობის აქცია პარლამენტთან 

„სოლიდარობა პანკისელებს! არა რეპრესიებს! არა ჰესებს პანკისში!“ - ამ მოთხოვნით დღის ბოლოს აქცია, პარლამენტის წინ გაიმართა. შეკრებილებმა ყველა იმ ადამიანის დასჯა მოითხოვეს, ვინც პანკისში მათი თქმით, დანაშაულებრივი სპეცოპერაციის ბრძანება გასცა.

აქციის მონაწილეებმა ხეობაში მომხდარზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს დააკისრეს.  

აქციაზე იმყოფებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელმაც დაადასტურა, რომ სამართალდამცავებმა კვირას ის დააკავეს და არ მისცეს საშუალება ხეობაში ჩასულიყო.

„მე ვიყავი დაკავებული და მე ზუსტად იმის შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაიგონ და ამას არ მოჰყვეს დიდი ამბავი. გურჯაანიდან დამაბრუნეს ისევ თელავში უკან. ვიმყოფებოდი, სანამ ამათ მიერ მითითებული მანქანა არ მომაკითხავდა, ვიყავი მათთან ერთად მანქანაში, თავისუფლება აღკვეთილი.

პანკისის ხეობაში მივემართებოდი იმისთვის, რომ ხეობაში დამელაგებინა სიტუაცია, მაგრამ ამ დებილმა და დეგენერატმა მთავრობამ, ეს არ განსაზღვრა,“-განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები