17 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
"მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე" - აზერბაიჯანის ციხეში მყოფი აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა 

თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

მუხთარლის მეუღლის ინფორმაციით, მას თვალის არეში გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს, აქვს საშარდე სისტემის სერიოზული პრობლემები, მაღალი წნევა და დიაბეტი.

ლეილა მუსტაფაევას თქმით, მიუხედავად ამისა მუხთარლი ექიმს ამ დრომდე არ გაუსინჯავს.

აფგან მუხთარლის მდგომარეობა აზერბაიჯანის ციხეში გაუარესდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ბუნებრივია არ უტარდება ყველა მკურნალობა, რაც ასეთ ტიპის ადამიანს უნდა ჰქონდეს. მის სიცოცხლეს ემუქრება რეალური საფრთხე და რა თქმა უნდა ამაზე პასუხს აგებს აზერბაიჯანის ხელისუფლება და ასევე საქართველოს ხელისუფლება,“-განაცხადა აფგან მუხთარლის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა.

აფგან მუხთარლის ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. საერთაშორისო საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, აზერბაიჯანის ყველა სასამართლო  ინსტანციამ ის სამი მუხლით დამნაშავედ ცნო.

დღის ამბები