17 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
მაღალჩინოსნებს, რომლებიც მოგვიწოდებენ პრობლემებს ღიმილით შევხვდეთ აქციით ვპასუხობთ - "ერთად სახლშის" აქტივისტების აქცია პარლამენტთან 

აქცია პარლამენტთან - მოძრაობა ”ერთად სახლშის” წევრებმა ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობა გააპროტესტეს.

მათი თქმით, საქართველოში, რომელსაც უმდიდრესი ადამიანი მართავს ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს.
აქტივისტები მოუწოდებენ ახალგაზრდებს გამოვიდნენ ქუჩებში და შეუერთდნენ მათ. მოძრაობა ”ერთად სახლშის” წევრები აქციების გამართვას კვლავ გეგმავენ.

„საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, იმ ეკონომიკურმა სიდუხჭირემ, იმ შეწირული არასრულწლოვნების სიცოცხლემ, პანკისში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ჩვენ ვართ ძალა, რომელმაც რაღაც უნდა შევცვალოთ. ის განცხადებები,რომელიც გვესმის სხვადასხვა სტრუქტურის მაღალჩინოსნებისგან,რომ პრობლემებს გაღიმებული უნდა შევხვდეთ, ჩვენ აქციით ვპასუხობთ,“-ამბობს აქციის მონაწილე მარიამ რიგვავა.

დღის ამბები