17 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვები გაშალეს - ბათუმელების პროტესტი

ელექტრომობილების მეპატრონეები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. ადმინისტრაციასთან კარვებია გაშლილი. აქციის მონაწილეებმა მათ მთელი ღამე კარვებში გაათენეს.

ისინი ბათუმის საკრებულოს 5 მარტის დადგენილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მათ ბულვარში ელექტრომობილებით ტურისტების მომსახურება აეკრძალათ. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი მმართველობის მიერ ბულვარის ადმინისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული. 

ელექტრომობილების მეპატრონეები ნებართვის გაცემას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც 300-მდე ელექტრომობილი 10 კილომეტრიან ბულვარში ტურისტების მომსახურებას შეძლებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მათივე განცხადებით, დღეს აქციას ბათუმიდან რამდენიმე ათეული ადამიანი შეუერთდება. 

დღის ამბები