17 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
არ აქვს მნიშვნელობა ვინ აფინანსებს, მთავარია ინვესტორის უფლებები დაცული და გარანტირებული იყოს - ლექვინაძე პანკისში ჰესის მშენებლობაზე 

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კავშირი - "ქართული ოცნების" თავმჯდომარის სავარაუდო ინტერესებთან დაკავშირებით დასმული კითხვა, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ბოლო დღეებია ყველაზე უფრო უხერხული ვითარების შემქნელია.  

ბიზნეს ომბუდსმენი აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ აფინანსებს კონკრეტულ პროექტს, მთავარია ინვესტორის უფლებები დაცული და გარანტირებული იყოს. თუმცა პანკისი ჯერჯერობით ერთადერთი რეგიონია, სადაც მოსახლეობის პროტესტის ჩასახშობად და კონკრეტული ჰესის მშენებლობის დასაცავად ხელისუფლებამ, სპეცრაზმი და სრული საპოლიციო ძალა გამოიყენა.

„საქართველოში ჰესების მშენებლობაში წარმოდგენილია ძალიან ბევრი ინვესტორი, როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ინვესტორები, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ნაბიჯები,რომლებიც უზრუნველყოფს ინვესტორების მიერ დაგეგმილი პროექტების შეუფერხებლად განხორციელებას. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, სად, არის ინვესტორი, პროექტი რომელიც შეთანხმებულია, იქნება ეს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ მათი განხორციელება  მოხდეს შეუფერხებლად,“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დღის ამბები