17 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
"ტყვიის მაღალი შემცველობა გავლენას ახდენს ბავშვის ინტელექტუალურ და მოტორულ განვითარებაზე" - მედიკოსები UNICEF-ის კვლევას ეხმაურებიან 

UNICEF-ის საგანგაშო კვლევა - დადგინდა, რომ ბავშვების სისხლში ტყვიის დასაშვებზე ბევრად მაღალი მაჩვენებელია.  სისხლის ნიმუშები მსოფლიოს წამყვანმა ლაბორატორიებმა გააანალიზეს. ექიმები შესაძლო გართულებების შესახებ საუბრობენ. მედიკოსი ამბობს, რომ სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა გავლენას ახდენს ბავშვის ინტელექტუალურ და მოტორულ განვითარებაზე. მისი თქმით, რისკ-ჯგუფში  2-დან 7 წლამდე ბავშვები არიან.  

„ის ცვლილებები, რომლებიც ორგანიზმში ვითარდება, მოიცავს პირველ რიგში ნერვულ სისტემას, ეს არის ნეთარგია ანუ ძილიანობა, ეს არის ადვილად დაღლილობა. ასევე ეხება კუჭნაწლავის სისტემას, დისკომფორტი მუცლის არეში, ასევე ეხება სახსრებს, ართრალგიები და ა.შ. ასე რომ გამოვლინებები ძალიან ბევრია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ეს არის გავლენა, რასაც ახდენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. აქედან გამომდინარე, მისი ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად განვითარებული კლინიკური სიმპტომები ძალიან მრავალფეროვანია და განეკუთვნება საშიში დაზიანების კატეგორიას. "ბ ჯგუფის" ასაკი სწორედ 2-დან 7 წლამდე ასაკია, სწორედ ეს იყო ძირითადი მიზეზი, რამაც განაპირობა ამ ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების შესწავლა. ასე, რომ ზუსტად ეს არის ასაკი, სადაც ზემოქმედება ნათელია და აისახება ბავშვის ფსიქომოტორულ განვითარებაზე“ - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ აუცილებელია ყურადღების გამახვილება ბავშვის სათამაშოებზე. აუცილებელია შესწავლილ იქნას შემცველობა, რამდენად არის ის უსაფრთხო ბავშვის ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, პრობლემურია და შესაძლოა გამომწვევი მიზეზი იყოს დიდი რაოდენობით რკინა სუნელებში და ასევე დაბინძურებული გარემო.  

„ძალიან მნიშვნელოვანია შემოწმება სათამაშოების. ის საღებავი, რითიც არის დაფარული სათამაშო, არის თუ არა ბავშვისთვის უსაფრთხო, იმიტომ რომ ბავშვების ჩვევა სათამაშოს პირში ჩადების, ავტომატურად ნიშნავს, რომ ერთ-ერთი წყარო შეიძლება იყოს“ - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

გამოკვლევა 1600 ბავშვს ჩაუტარდა, მათ 41% სისხლში ტყვია აღმოაჩნდა. ყველაზე მაღალი პროცენტი აჭარის რეგიონში ფიქსირდება, აქ ტყვია სისხლში გამოკვლეულია ბავშთა 85% აღმოაჩნდა. შედარებით დაბალი პროცენტული მაჩვენებელი გამოვლინდა თბილისში, ხოლო ტყვიის შემცველობა ყველაზე ნაკლებად ბავშვებს ქვემო ქართლში გამოუვლინდათ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები