17 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
„მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის" - ლევან ჯიბღაშვილის სიტყვა სასამართლო პროცესზე

„მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის. ძალიან რთული 2 დღე გავიარე,“ - ეს განცხადება ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულმა ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.

მსახიობმა ოჯახს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ რთული ორი დღე გაიარა.

„ბოდიში მინდა მოვუხადო, პირველ რიგში, ჩემს ოჯახს და საზოგადოებას. დიდი მადლობა ჟურნალისტებს ობიექტურობისთვის,“ - განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლო პროცესზე.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ლევან ჯიბღაშვილი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. 

სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. პროკურატურა კი მისთვის 15 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა. 

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნისთვის ედება.

პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალი "სისხლის სამართლის კოდექსის" 260-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილით ედება, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები