17 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
"თანაინვესტირების ფონდი არის ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი ონის კასკადთან დაკავშირებით" -  „ხადორი3“-ის მშენებელი კომპანიის დირექტორი 

“ჩვენ ვართ შოკირებული ამ მოვლენებიდან გამომდინარე" - ასე ეხმაურება პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს შპს „ფერის“ დირექტორი. „ხადორი3“-ის მშენებელი კომპანიის დირექტორი, ლაშა იორდანიშვილი ადასტურებს, რომ მისი კომპანია ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში შემავალი კომპანიის პარტნიორია, რომელიც ჰესის მშენებლობას რაჭაში გეგმავს.

იორდანიშვილი ადასტურებს ასევე, რომ ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით, გახარიას უწყებას თავად სთხოვეს.

კომპანია "ფერის" დირექტორი, ამბობს, რომ ჰესის ასაშენებლად ყველა საჭირო პროცედურა გავლილი აქვთ და მშენებლობა უნდა გაგრძელდეს, ასევე ლაშა იორდანიშვილი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს იმ ჯგუფებს, რომლებიც ჰესის მშენებლობის შემდეგ, რეგიონში შესაძლო საფრთხეებზე საუბრობენ.

“ჩვენ ვართ შოკირებული ამ მოვლენებიდან გამომდინარე. ძალიან მძიმე დღეები გადავიარეთ, მოგეხსენებათ. მე არ ვთვლი, რომ ეს არის ერთი ჩვენი ინვესტორი კომპანიის გადასაწყვეტი, თუ როგორ გაგრძელდეს იქ მოლაპარაკება იქნება, ჰესის საერთოდ გაჩერება იქნება, გაგრძელება იქნება თუ როგორ იქნება. ეს იქნება ალბათ ერთიანი პოზიცია სახელმწიფოსი. თანაინვესტირების ფონდი არის ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი ონის კასკადთან დაკავშირებით. ამაში რამე პრობლემატურს ხედავთ?“ - აცხადებს ლაშა იორდანიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები