17 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
მეტროს მუშაობა ერთი საათით შეჩერდა - სატრანსპორტო კომპანიაში განმარტებებს აკეთებენ

მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერება, მეტროსადგურ "გოცირიძეზე", ღია უბანზე ძალოვანი სადენის დაზიანებამ გამოიწვია. ამის შესახებ "რუსთავი2"-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს. "დელისის მეტროს" პირველ ხაზზე, მუშაობა 1 საათის განმავლობაში შეჩერებული იყო. ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა. 

"ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. შეფერხება მეტროსადგურ „გოცირიძის“ ღია მონაკვეთზე, გადასარბენ უბანზე ძალოვანი ელექტროსადენის დაზიანებამ გამოიწვია. მეტროს მუშაობა შეფერხებული იყო 1 საათი.  ​საჭირო გახდა ტექნიკური ჯგუფის მობილიზება. ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად მოძრაობა შეჩერდა. ეს არის ის ენერგო სისტემა, რომელიც განახლებასაც გეგმავს სატრანსპორტო კომპანია,"-განუცხადეს "რუსთავი2"-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.  

ამავე თემაზე
დღის ამბები