გვიან ღამით თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მოტოციკლეტი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სხვადასხვა დაზიანებებით დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შედარებით მძიმეა მოტოციკლეტის მძღოლის მდგომარეობა, მას სხეულის მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.