დღეს დიდი ხუთშაბათია - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საღმრთო ლიტურგიას სამების ტაძარში დილიდან მართავს. წირვის შემდეგ გაიმართება ფეხთბანვის წესი, რომლის დროსაც ილია მეორე მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს. დღესვე ტაძრებში იკითხება 12 გზის სახარება.
ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა.