17 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
ხანძარი თბილისში - ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ჯიხურს გაუჩნდა

ხანძარი თბილისში - ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ჯიხურს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად 50 კვადრატული მეტრი ფართობის ჯიხური მთლიანად დაიწვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო ბრიგადა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოახერხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დღის ამბები