დღეს წითელი პარასკევია - ყველაზე მძიმე დღე ქრისტიანული სამყაროსთვის. რამდენიმე საათში მართლმადიდებლურ ტაძრებში მაცხოვრის ჯვარზე გაკვრის, გარდამოხსნის და დატირების რიტუალები შესრულდება.
დღეს მორწმუნეები, ჯვარცმასთან დაკავშირებით, სიმბოლურად კვერცხებს წითლად ღებავენ. გარდამოხსნის რიტუალის შემდეგ შესრულდება დატირების ცერემონია. ხვალ საღამოს ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია დაიწყება.
კვირას კი მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს.