სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადის ღირებულება შესაძლოა, მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაზღვროს. შესაბამისი ცვლილებები "საგადასახადო კოდექსში" შედის.
კანონპროექტით, სპორტული ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი ფიქსირებულად - 100 ლარით განისაზღვრება. ცვლილებები საქართველოს საავტომობილო სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობისთვის კეთდება.
„ეს ინიციატივა ეხება იმ საკითხს, როდესაც ჩამოიყვანს ავტომრბოლელი, სპორტსმენი ავტომანქანას, განბაჟების თანხის გადახდა მას პრაქტიკულად აღარ უწევს, ეს იქნება მხოლოდ სიმბოლური თანხა ერთადერთი დათქმით, თუ ის გადააკეთებს მანქანას სპორტული დანიშნულების შესაბამისად. აქედან გამომდინარეს იქნება ძალიან დიდი შეღავათი სპორტსმენებისთვის, ამ სპორტის განვითარებას ძალიან შეუწყობს ხელს,“- განაცხადა მდინარაძემ.