17 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
„ორი თვეა მოდის აი, ასეთი ნიაღვარი,“- სასმელი წყლის მილის დაზიანების გამო ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონში სახლები იტბორება

სასმელი წყლის მილის დაზიანების გამო თბილისში, ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონის პირველ კვარტალში მიმდებარე სახლები იტბორება.

ადგილობრივების თქმით, პრობლემის მოგვარებას რამდენიმე დღეა ითხოვენ, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

„ორი თვეა მოდის აი, ასეთი ნიაღვარი. ეტყობა მოხდა ძალიან დიდი დაზიანება. როგორც აგვიხსნეს 600-იანი მილია დაზიანებული, გაგლეჯილი სასმელი წყლის რომელიც ძალიან დიდ უბანს ამარაგებს. ამ ორი თვის განმავლობაში მივმართეთ წყალკანალს მთელმა მეზობლებმა, ასევე, საქმის კურსში არის ჩაყენებული მერიაც, გამგეობაც, მაგრამ შედეგი ნახეთ, რა ხდება,“- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა თეა ბოტკოველმა.

„GWP” -ის  ინფორმაციით, წყლის მილი სამშენებლო ნორმების დარღვევით აშენებულმა ავტოფარეხებმა გამოიწვია და შესაბამისი ჯგუფები ადგილზე სამუშაოებს დღესვე დაიწყებენ.

დღის ამბები