17 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
იერუსალიმში ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე სამგლოვიარო მსვლელობით აღნიშნეს

იერუსალიმში ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე სამგლოვიარო მსვლელობით აღნიშნეს. მორწმუნეებმა ვია დოლოროსას ქუჩაზე გალობით ჩაიარეს. გადმოცემის თანახმად, მაცხოვარმა ჯვარცმამდე სწორედ ეს გზა გაიარა.

მსვლელობა ყოველ წელს "ეკე ჰომოს" მონასტრიდან იწყება და მაცხოვრის აღდგომის ტაძართან სრულდება. ქრისტიანული სარწმუნოების თანახმად, ეს ტაძარი ზუსტად იმ ადგილასაა აგებული, სადაც იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა.

 ხვალ მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მართლმადიდებლები წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდებიან, კვირას კი აღდგომის დღესასწაულს იზეიმებენ.

დღის ამბები