17 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
სააღდგომოდ, 28 და 29 აპრილს, თბილისის სასაფლაოებისკენ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 28 და 29 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსი მეტროსადგურ დიდუბიდან გავა, კუკია-მახათასკენ - სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოსკენ - მეტროსადგურ დელისიდან, თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტრო სარაჯიშვილიდან. ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის N25 კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ ვარკეთილიდან და შუამთის ქუჩაზე, მეათე კვარტლის N15 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან.

გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 27 აპრილს მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

 

 

დღის ამბები