17 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
სააღდგომო რიტუალი შუახევის ბაღში, სადაც მუსლიმი ბავშვებიც სწავლობენ და საზოგადოების პროტესტი

სააღდგომო რიტუალი აჭარის მაღალმთიანეთში შუახევის ერთ-ერთ საჯარო ბაღში - სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრებს ადგილობრივები და მუსლიმი სასულიერო პირების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ბაღში, სადაც ძირითადად მუსლიმი ბავშვები სწავლობენ, აღდგომის დღესასწაული პასკებით, წითელი კვერცხებით და სანთლებით აღნიშნეს.

ვიდეოინტერნეტში თავად ბაღის დირექციამ ატვირთა, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

„არ შეიძლება, ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი რელიგიის რიტუალში ბაღის ასაკის ბავშვს მიაღებინო მონაწილეობა, როგორც მინიმუმ, კანონდარღვევაა და განათლების სეკულარობის პრინციპს ეწინააღმდეგება. რამდენიმე მუსლიმანური ოჯახის შვილიც არის,“ - განაცხადა მუფთის მრჩეველმა, თემურ გიორგაძემ.

დღის ამბები