17 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
სარფის საზღვართან მესამე დღეა, მოძრაობა შეფერხებულია და მძღოლები გადაადგილებას ვერ ახერხებენ

სარფის საზღვართან გზაზე 3 დღეა, შეფერხებაა. მძღოლები გაჩერებულები არიან და გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვთ. ადგილზე ათასობით მძღოლია გაჩერებული.

როგორც ისინი კურიერთან საუბარში განმარტავენ, ეს შეზღუდვა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიქმნა.

„გვეუბნებიან, აღდგომა მოდის, მანქანები ძალიან ბევრი გვყავს და თქვენ არ ხართ სასურველი ხალხი, რომ მობრძანდეთ საქართველოშიო. ამას გვეუბნებიან და გვაქვს მაგიტომ გადაკეტილიო. რა უფლება აქვთ, მსოფლიოში ეს არ მომხდარა ჯერ, რომ არ შემოგვიშვან საქართველოს ტერიტორიაზე მოსულები. ჩვენც გვაქვს აღდგომა, მაგათი მკვდარი არსებობს და ჩვენი აღარ არსებობს? შეიძლება, სავარაუდოდ, მოგიწიოთ აღდგომას მანდ გაჩერებაო. დაახლოებით, ალბათ, ათასი მძღოლი ვართ აქ,“ - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

ცოტა ხსნის წინ ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტება გააკეთეს. მათი ინფორმაციით, ღამის 23:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მძღოლები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას. 

დღის ამბები