წმინდა ცეცხლი იერუსალიმიდან საქართველოში მომლოცველებმა და სასულიერო პირებმა ჩამოიტანეს. მრევლი წმინდა ცეცხლს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა, რის შემდეგაც პროცესია სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრა. სამებიდან კი წმინდა ცეცხლი მომლოცველებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წაიღეს. იერუსალიმში, უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15:31 საათზე, 27 აპრილს გადმოვიდა.