17 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
"უკრაინელები აცნობიერებენ, რას ნიშნავს იყო რუსეთის მოქალაქე, ეს ნიშნავს უარის თქმას მშვიდობიან პროტესტზე" - ვლადიმერ ზელენსკი 

ვლადიმერ პუტინის ინიციატივას უკრაინელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით, უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სოციალური ქსელით უპასუხა.

ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ტყულად კარგავს დროს, როდესაც უკრაინის მოქალაქეებს რუსული პასპორტებით მოხიბვლას ცდილობს.

"უკრაინელები შესანიშნავად აცნობიერებენ რას ნიშნავს იყო რუსეთის მოქალაქე, ეს ნიშნავს უარის თქმას მშვიდობიან პროტესტზე, კონკურენტულ არჩევნებზე, ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებებზე, მაშინ როცა უკრაინის მოქალაქეობა არის თავისუფლება, ღირსება და პატიოსნება, რაც უკრაინელებმა დაიცვეს და მომავალშიც დაიცავენ." - აცხადებს ვლადიმერ ზელენსკი.

უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ამავე განცხადებაში არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთ მოქალაქეს მოეწონება ვლადიმერ პუტინის ინიციატივა, განსაკუთრებით მათ, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და სასჯელს გაურბის. 

 

დღის ამბები