ლუკმა-პურის გარეშე დარჩენილები - ბეკურიშვილების ოჯახის სადილი აღდგომასაც პური და მეზობლის ნაჩუქარი კარტოფილია. უკვე წლებია დღესასწაულს წითელი კვერცხისა და პასკის გარეშე ხვდებიან. ნინოსთვის მთავარია 3 მცირეწლოვანი შვილი დააპუროს, თავად კი ხშირად მშიერი რჩება. ოჯახი სოციალურ დახმარებას, 200 ლარს იღებდა, თუმცა გადამოწმების გამო დროებით შეუჩერეს და უკვე თვეებია პასუხს ელოდება.
ფარდულში, სადაც 3 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, ისევე ცივა როგორც გარეთ. წვიმის დროს ჭერიდან წყალი ჩამოდის, კედლების ბზარებსაც ვერაფერს უხერხებენ.
უმცროს გოგონას გულზე დაავადება აქვს და მას ექიმების მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება, თუმცა მარტოხელა დედა ამას ვერ ახერხებს. მეუღლე უკვე წელიწადზე მეტია დაპატიმრებულია.
რატომ გახდა საჭირო ფარდულში მცხოვრები მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სოციალური დახმარების შეჩერება და რატომ გაჭიანურდა მისი აღდგენა - სოციალურ სააგენტოში პასუხი არ აქვთ.
ავტორი: თამთა ჩიტიშვილი.