მუსიკოს ზაზა კორინთელი, იგივე "ზუმბა" უკვე 4 წელია, რაც სამშობლოდან წავიდა. P.S. მას კალიფორნიაში სან-ხოსეში ესტუმრა. მუსიკოსს სამშობლოს დატოვება არ უნდოდა, თუმცა სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავდა. აქ მისთვის უკვე არანაირი პერსპექტივა აღარ ჩანდა. ამერიკაში საცხოვრებლად "ზუმბა" 2015 წელს წავიდა.
ვინც "ზუმბას" იცნობს იცის, რომ ამერიკაში ის ხშირად სტუმრობს მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიებს. ქართულად იმპროვიზირების შანსს ის არც აქ უშვებს ხელიდან.
"ზუმბა" თავისი ბენდის წევრებთან ერთად ორსაათიანი რეპერტუარი აქვს დამუშავებული. მუსიკოსის თქმით, პროექტი ჩასაწერად აქვს გამზადებული ალბომის სახით, თუმცა როგორც ამბობს, ამისთვის ფინანსებია საჭირო.
"ზუმბა" და მისი ბენდის წევრები კონცერტებს სხვადასხვა კლუბებში მართავენ. მუსიკოსს იმედი აქვს, რომ ოდესმე საქართველოში მდგომარეობა შეიცვლება და ის სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს, თუმცა მარტო არა.