დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი ხორვატიაში - დაშორებულ წყვილებს მუზეუმში ის ნივთები მიაქვთ, რომლებიც ერთ დროს ორი ადამიანის დიდი სიყვარულისა და ერთობის ნიშანი იყო, ახლა კი მათი განშორების სიმბოლოდ იქცა.
ნივთებს, რომლებსაც ერთი შეხედვით, არანაირი კავშირი არ აქვს მუზეუმთან, ზაგრებში ყოველწლიურად 10 ათასამდე ტურისტი სტუმრობს. დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმმა ევროპის ყველაზე ინოვაციური მუზეუმის პრიზი დაიმსახურა.
მუზეუმში ისეთი ნივთებიც არის, რომლებიც სევდიან ისტორიებს ყვებიან.
მუზეუმის გახსნიდან დღემდე, ნივთები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ. პრინციპი კი ის არის, რომ ყველა ქვეყნიდან, სადაც კი დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი ჩავა, ყველაზე ამაღელვებელი ისტორიის სამახსოვრო ნივთი ხორვატიაში მიაქვთ. პლანეტის უამრავ ქვეყანას შორის მოხვდა საქართველოც. ზაგრებში ჩასულმა ქართველმა წყვილმა, ლევან გელაშვილმა და ნატალია ანანიაშვილმა მუზეუმი შემთხვევით აღმოაჩინეს, მოეწონათ და გადაწყვიტეს დამსხვრეული ურთიერთობებისთვის თბილისსა და ბათუმში ემასპინძლათ.