ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ის საჭესთან იჯდა და ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. არიან დაშავებულები. 3 მათგანი გადაყვანილია "ნიუ ჰოსპიტალში," ერთი კი კლინიკა "პინეოში."
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ამ დრომდე დაუდგენელია რას შეეჯახა ავტომობილი და რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა.