ავტოსაგზაო შემთხვევას კახეთში მსხვერპლი მოჰყვა - ილტოს ხეობაში მომხდარი ავარიის დროს ადგილზე დაიღუპა ერთი მამაკაცი, სამი კი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი "ტოიოტა"-ს მარკის ავტომანქანა რამდენჯერმე ამობრუნდა.
სხვადასხვა დაზიანებებით დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი კატასტროფის ბრიგადამ ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.