ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ცენტრში - შემთხვევა ე.წ. ახალ გზაზე, გმირთა მოედანთან ახლოს მოხდა, დაშავდა 3 ადამიანი. თვითმხილველების თქმით, საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ჯიპი ტიპის ავტომობილი, ორ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯიპს არასრულწლოვანი გოგონა მართავდა. დაშავებულებს ტვინის შერყევა და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ. ექიმების თქმით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.