ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ასაჩივრებს. ადვოკატის თქმით, ის დაამტკიცებს,რომ ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამა იულია სუსლიაკის მეუღლეა. რაც შეეხება, გამოძიებას, ბავშვებით ვაჭრობის საქმის ფარგლებში დაკითხულები არიან მეზობლების, რომლებიც ამბობენ, რომ იულია სუსლიაკის საცხოვრებელი სახლიდან ბავშვების ტირილის ხმა გამოდიოდა.
მათი მტკიცებით, ქალი მცირეწლოვნებს სასტიკად ექცეოდა. სწორედ ამან გააჩინა ეჭვი,რომ ისინი იულია სუსლიაკის შვილები არ იყვნენ.
„ბავშვები იყვნენ ძალიან მძიმე მდგომაროებაში, ტიროდნენ განწირული ხმით. ეს არ იყო ჩვეულებრივი ტირილის ხმა, ეს იყო სასოწარკვეთილებაში მყოფი ბავშვების ტირილის ხმა. იყვნენ შიშვლები, მხოლოდ პამპერსის ამარა,“-ამბობს ადგილობრივი.
ერთ-ერთი მეზობელი კი ამბობს,რომ ქალმა ბავშვები უმეთვალყურეოდაც დატოვა და როგორც გაიგეს, ის ენგურის ხიდზე სავარაუდოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფ ქმარსაც შეხვდა. მეზობლები ეჭვობენ, რომ სუსლიაკი არასრულწლოვნების გაყიდვას სწორედ აფხაზეთში აპირებდა.
„მერე უპატრონოდ იყვნენ მიტოვებული ბავშვები დედა სადღაც წავიდა ენგურის ხიდზე თუ სადღაც, გასაყიდად მიჰყავდა, ღმერთმა იცის, სად მიჰყავდა“-ამბობს მეზობელი.