17 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის მამამ მუხათგვერდის სასაფლაოზე შვილის საფლავი მოინახულა

არჩილ ტატუნაშვილის მამამ  შვილის საფლავი მოინახულა. მუხათგვერდის სასაფლაოზე გიორგი ტატუნაშვილმა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებსაც მიაგო პატივი.

ტრაგიკულ დღეები დღეს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული სხვა გმირების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმაც გაიხსენეს.

„თხოვნა იყო მაგისი ის, რომ თუ რამე დამემართაო, რავიცი, გული უგრძნობდა თუ რა, ძმათა სასაფლაოზე დამმარხეთო. ძალიან დიდ პატივს სცემდა ამ გმირებს, თითქმის ყოველ კვირა ამოდიოდა, ხან კვირაშიც ორჯერაც ამოდიოდა. ჩემი მიზანია, რომ ნათელი მოეფინოს ყველაფერს და დამნაშავეები აღმოჩნდნენ განსასჯელის სკამზე," - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

დღის ამბები