თბილისი მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცევა - Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე 43 ქართველი და უცხოელი დიზაინერი საკუთარ ახალ კოლექციას წარადგენს. დიზაინერებს შორს არის დათუნა სულიკაშვილიც.
ტექსტზე დაფუძნებული ხელოვნება დიზაინერის ყველაზე მასშტაბურ და მრავალფეროვან კოლექციაში მოხვდა. 80 კოსტიუმიდან უმეტესობა კონკრეტული მესიჯებით იქნება დატვირთული.
დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას 2019 წლის შემოდგომა-ზამთარი 3 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში იქნება წარმოდგენილი, ჩვენების ფორმატი მისთვისაც ექსპერიმენტი იქნება. Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულისთვის საკუთარ კოლექციას პირველად ამზადებს მარიამ გვასალია.
Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის მთავარი ლოკაცია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი იქნება, თუმცა წელს ჩვენებები განსხვავებულ სივრცეებშიც მოეწყობა.
2019 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციების საჩვენებელი სეზონი 2 მაისს იწყება და დედაქალაქში 5 დღე გაგრძელდება.