ავტოსაგზაო შემთხვევა გორის რაიონში - შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 12 კი დაშავდა.
დაშავებულები კასპის, "გორმედის" კლინიკურ საავადმყოფოსა და სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 2 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. სავარაუდოდ ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი იყო როგორც გადატვირთული მოძრაობა, ისე მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.