ოქონობა გორში - ადგილობრივები სახალხო დღესასწაულს უკვე მეთხუთმეტედ აღნიშნავენ.
ოქონის ხატი საუკუნეების განმავლობაში შიდა ქართლის მფარველ სიწმინდედ ითვლებოდა. მისი სახელობის ტაძარი გორის ცენტრში კომუნისტებმა მე-20 საუკუნის დასაწყისში ააფეთქეს.
ოქონის მშენებარე ტაძარში დილიდან საზეიმო წირვა მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა, მოგვიანებით კი ქალაქის ქუჩებში ოქონის ხატთან ერთად მსვლელობა მოეწყო.