17 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
მერები ეკონომიკური ზრდისთვის - ევროკავშირის პროექტით გორში რამდენიმე პრობლემის მოგვარება იგეგმება

მერები ეკონომიკური ზრდისთვის - პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. მისი მიზანი თვითმმართველობების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაა.

ქალაქ გორში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება პროგრამის ფარგლებში იგეგმება.

უკვე გამოყოფილია სპეციალური სივრცეები, სადაც უახლოეს პერიოდში ველობილიკებისა და ველოპარკინგის მოწყობა უნდა დასრულდეს.

პროექტის ფარგლებში უკვე დაწყებულია გორის ცენტრში ლომჭაბუკის მონუმენტის, რუსთაველის მემორიალის, მიმდებარე საგამოფენო სივრცისა და გორის ციხესთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტი საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს. იგეგმება სტუდენტებისა და ტურისტული სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების სტაჟირება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ საქართველოში 2017 წლიდან ხორციელდება.

პროექტის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერაა, რათა რეგიონებში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. 

დღის ამბები