17 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
"გარეჯში სიტუაცია არის რთული და ფეთქებადი, ხელისუფლებამ არ უნდა გვამყოფოს ინფორმაციულ ვაკუუმში" - დავით ქაცარავა

"სიტუაცია არის რთული და ფეთქებადი, მოდით, ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ," - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, ძალა ერთობაშიას დამფუძნებელი, დავით ქაცარავა, გადაცემა არჩევანში საუბრისას. 

ქაცარავა რამდენიმე დღეა, დავით გარეჯში იმყოფება. როგორც ის ამბობს, ამ დროისთვის  მესაზღვრეების რაოდენობა გაზრდილია და არსებობს მოლოდინი, რომ ნებისმიერ დროს, განსაკუთებით კი 5 მაისიდან, მოხდეს გზის ჩაკეტვა.

„მოლოდინი არის სასულიერო პირების მხრიდან, რომლებიც იქ ცხოვრობენ და პულსზე უდევთ ხელი. მოლოდინია, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება, მოხდეს გადაკეტვა. საგარეჯოელები არიან მზად, რომ ჩვენი მიწა-წყალი დაიცვან.

"მეც და მთელ საზოგადოებას გვაკლია ხელისუფლების კომუნიკაცია. ჩვენ ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვიღებთ, ვართ ინფორმაციულ ვაკუუმში და ვიკვებებით ნამცეცებით, ჩვენით ვცდილობთ რაიმე გავიგოთ,“ - ამბობს ქაცარავა.

ის ამბობს, რომ სიტუაცია გაცილებით რთულია, რადგან მხოლოდ აღდგომის ტაძარზე არ არის საუბარი, საუბარია ჩიჩხიტურის მონასტერზეც, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ მომლოცველებს იქ მისვლის საშუალება არა აქვს.

„ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს. რაც უფრო ვაკუუმი იქნება, ბუნებრივია, გვექნება განცდა, რომ დათმობილია ზემოდან,“ - ამბობს ქაცარავა.

რაც შეეხება ქაცარავას და მისი გუნდის გეგმებს, ის ამბობს, რომ აქციები გაიმართება, რათა ხელისუფლებამ დაინახოს, რომ საზოგადოება პასუხებს მათგან ითხოვს.

„ეს, უბრალოდ, არის საზოგადოების მხრიდან მშვიდობიანი ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ გააქტიურდეს. ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს უნდა ვაჩვენოთ, რომ საზოგადოების ინტერესი არის უმაღლესი,“ - ამბობს ქაცარავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები