სტიქია კახეთში - ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა. დაზიანებულია ვენახები და ნარგავები.
მოგლეჯილია ხეები, რის გამოც საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა დროებით შეფერხდა. ქარმა ერთ-ერთ სახლს სახურავიც ახადა.
კახეთში, სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლას სპეციალური კომისია დღეიდან დაიწყებს.