სახალხო პროტესტი ჭიათურაში - მასობრივი პროტესტის დაწყების შემდეგ პრემიერმა მინისტრებს მაღაროელებთან ჩასვლა დაავალა. როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, პრემიერის დავალებით ჭიათურაში მასთან ერთად კიდევ ორი უწყების - განათლების და ჯანდაცვის ხელმძღვანელები ჩავლენ.
მინისტრები მაღაროელებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მედიაციის პროცესში ჩაერთვებიან.
ამ დრომდე მინისტრები ჭიათურაში ჩასვლის აუცილებლობას ვერ ხედავდნენ. იმის მიუხედავად, რომ გუშინ მაღაროელებმა კომპანიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს, მინისტრებს მაინც ჰქონდათ იმედი, რომ კომპანიასა და მაღაროელებს შორის მოლაპარაკებები კონსესუსით დასრულდებოდა.