17 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
საფრანგეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს დეპორტაცია ემუქრებათ 

ქართველების მასშტაბური დეპორტაცია ევროპიდან გრძელდება. ათეულობით ოჯახის დეპორტაცია ამჯერადაც საფრანგეთის ქალაქ მონპელიესა და მარსელიდან იგეგმება.

ემიგრანტების თქმით, საბუთები წესრიგში აქვთ და მათი ძირითადი ნაწილი საფრანგეთში სამკურნალოდ იმყოფება, თუმცა მიუხედავად ამისა მათ ქვეყნის დატოვებას მაინც აიძულებენ.

დეპორტაციის მიზეზად საფრანგეთში ყოფნისას საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები სახელდება იმის შესახებ, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყანაა.

„ზურაბიშვილი იყო ჩამოსული, თუ გადმოსცა მთავრობას, რომ ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოა და ეს ხალხი ყველა დააბრუნეთ, დაადეპორტეთო.

ყველა თუ დაგვადეპორტეს,. რა ჰგონიათ მაგათ, რომ მანდ გავაჩერებთ? თავს შევაკლავ პირადად მე. ის სწრაფად აკეთებენ ამ ყველაფერს. მე დავდივარ, ვმკურნალობ , სადაც მოვყვები გამოგვადეპორტებენ,ასეა ყველა ქუჩაში ვერ გავდივარ,“-ამბობს სოფიო ხაჯიშვილი.

დღის ამბები