უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ დავით კირთაძის ქმედება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის წინასწარ გამიზნული აქტი, რომელიც სერიოზული შემადგენელი ნაწილია იმ გეგმისა, რომელსაც ჰქვია დესტაბილიზაციის პროცესების, რევოლუციური სცენარის განვითარება.
"ეს არის წინასწარ გამიზნული აქტი, რომელიც სერიოზული შემადგენელი ნაწილია იმ გეგმისა, რომელსაც ჰქვია დესტაბილიზაციის პროცესების, რევოლუციური სცენარის განვითარება. ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ის, რაც განახორციელა "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელმა. ეს იყო წინასწარ განზრახვით. ეს არ არის რაღაც ემოციური გამოვლინება იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიღებას მოჰყვა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს შავი ფერის დაუდგენელი სითხე გუშინ შეასხა. სხდომა დროებით შეჩერდა, თუმცა, განახლების შემდეგ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოეწერა. თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.