ახალი უმძიმესი კადრები, რომელიც 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ აქციის მონაწილეებზე ნადირობას ასახავს. ვიდეომასალა ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე ერთ-ერთი თვითმხილველის მიერაა გადაღებული.
კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცველები აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც სპეცრაზმს გაექცა და თავს ავტოფარეხს აფარებს, შენობის მე-2 სართულიდან აგდებენ.
დანაშაულს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ჩადიან და ვიდეომასალის მიხედვით მათი იდენტიფიცირება რთული არ უნდა იყოს. თუმცა უცნობია, ვინ დაისაჯა და რა სამართლებრივი რეაგირება მოახდინა ხელისუფლებამ ამ ფაქტზე. "კურიერის" ინფორმაციით, ეს ვიდეოკადრები საქართველოს მთავარ პროკურატურასაც აქვს და საქმეში მტკიცებულებად დევს.