17 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
დავით გრიგორიანი, რომელსაც 20 ივნისის ღამეს ტყვიამ თავის ქალა ჩაუმსხვრია პარლამენტის თავმჯდომარემ მოინახულა - თალაკვაძე კლინიკაში მედიისგან მალულად შეიყვანეს 

რეგიონულ ჰოსპიტალში 20 ივნისის აქციის დროს დაშავებული, დავით გრიგორიანი პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მოინახულა.

„კურიერის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის ესკორტი საავადმყოფოში მისივე ძმის, ავთანდილ თალაკვაძის გადაწყვეტილებით სხვა მხრიდან შეიყვანეს.

არჩილ თალაკვაძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

დავით გრიგორიანი პარლამენტის წინ დარბევის დროს დაშავდა და კომაში იყო. თავდაპირველად, მის ოჯახს არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა გრიგორიანი.

საავადმყოფოდან გრიგორიანის ოჯახს მისი ადგილსამყოფელის შესახებ დარბევიდან სამი დღის შემდეგ შეატყობინეს. 

ესროლეს თუ არა სპეცრაზმელებმა სასიკვდილო ტყვია დავით გრიგორიანს თავში მიბჯენით - ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც წესით პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. თუმცა აქციის სისხლიანი დარბევიდან მეთორმეტე დღესაც კი უცნობია როდის ჩაუტარდება დაშავებულ გრიგორიანს სათანადო ექსპერტიზა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე ურთულესია, გრიგორიანს თავის ქალა აქვს ჩამსხვრეული.

ამავე თემაზე
დღის ამბები