ის ნიჭიერი მომღერალია, თუმცა პოლიტიკის თვალსაზრისით ბევრი არაფერი გაეგება, - ასე გამოეხმაურნენ კრემლში, მომღერალ ნინო ქათამაძის გადაწყვეტილებას. ქათამაძემ მოსკოვში გამართული კონცერტისთვის, საქართველოს მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ ის რუსეთში აღარასდროს იმღერებს.
კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობას ვერ გააუმჯობესებს. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ მზად არიან ქათამაძეს ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაძაბვის პოლიტიკური ასპექტები განუმარტონ.
კრემლის წარმომადგენელმა საქართველოში ჩამოსვლის მსურველ რუს არტისტებსაც მიმართა და გააფრთხილა, რომ აღნიშნულ ქვეყანაში მათი ვიზიტი უსაფრთხო არ არის.